суббота, 18 февраля 2017 г.
пятница, 3 февраля 2017 г.
ცისარტყელა
დღევანდელი გაკვეთილი სახალისო იყო მე-2-ე კლასში, ბავშვებმა გააკეთეს მატარებელი ცისარტყელას ფერებში, თითო მოსწავლეს ევალებოდა ცისარტყელას თითო ფერის ვაგონის შექმნა, რასაც თავი კარგად გაართვეს და შედეგად ასეთი მხიარული მატარებელი მივიღეთ.
ისაც კარგად იციან, რომ ცისარტყელა ცაზე ჩნდება წვიმის შემდეგ, როდესაც მზე გამოდის, რადგან მზის სხივი გაივლის წვიმის წვეთში და იშლება 7 ფერად.
ასეთი ყოჩაღები არიან <3
четверг, 2 февраля 2017 г.
მე-7-ე კლასი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში
2016 წლის 29 ნოემბერს, დღის 1 საათზე, 212 საჯარო სკოლის 7 კლასი, დამრიგებელთან ერთად წავიყვანეთ საქართველოს სახელმწიფო ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში, სადაც ბავშვებმა დაათვალიერეს ძველი ქართული სამოსის ნიმუშები, ხის სასმისები, სხვადასხვა სახის კერამიკის უნიკალური ჭურჭელი, განსხვავებული სასმისები და ლარნაკები, ასევე იაპონური კერამიკის ნიმუშები, გაეცნენ მუშტაიდის ბაღის დაარსების ისტორიას და ნახეს მუშტაიდის სასახლის აღმოსავლური სტილით შესრულებული მოზაიკები და სარკმლები, ასევე იქ არსებული ავეჯი და ჭურჭელი, რომელიც ამჟამად დაცულია სწორედ ზემოთ ხსენებულ მუზეუმში...
среда, 1 февраля 2017 г.
მოგესალმებით !!!
დადგა 2017 წელიც და ყველას გილოცავთ, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს. ისეთი აქტიური ვეღარ ვარ, როგორიც ვიყავი, მაგრამ ვეცდები ხანდახან მაინც გაგიზიაროთ ჩემი საქმიანობის გარკვეული ნაწილი.
⋯მალე ღია გაკვეთილს ჩავატარებ და მასაც შემოგთავაზებთ. ჯერ ვემზადები, ვწერ გეგმას, რომელსაც წარვუდგენ მასწავლებელთა შიდა შეფასების ჯგუფს(რომლის წევრიც გახლავართ მეც), გავითვალისწინებ მათ რეკომენდაციებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიხვეწება ჩემი გაკვეთილის გეგმა, ჩატარდება კიდეც გაკვეთილი.
წარმატებები მისურვეთ :)
⋯მალე ღია გაკვეთილს ჩავატარებ და მასაც შემოგთავაზებთ. ჯერ ვემზადები, ვწერ გეგმას, რომელსაც წარვუდგენ მასწავლებელთა შიდა შეფასების ჯგუფს(რომლის წევრიც გახლავართ მეც), გავითვალისწინებ მათ რეკომენდაციებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიხვეწება ჩემი გაკვეთილის გეგმა, ჩატარდება კიდეც გაკვეთილი.
წარმატებები მისურვეთ :)
Подписаться на:
Сообщения (Atom)