суббота, 21 мая 2016 г.

ღია ინტეგრირებული გაკვეთილი





თარიღი25.03.2016
საგანისახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
პედაგოგისოფიო ჯანგულაშვილი
გაკვეთილის თემაკიდევაც დაიზრდებიან
სწავლების საფეხური/კლასიდაწყებითი - 5 კლასი
მოსწავლეთა პროფილი23
კლასის ორგანიზებაინდივიდუალური, გუნდური
ინტეგრირებული საგნებისახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ქართული ენა და ლიტერატურა (ს. ჯანგულაშვილი, ე. ხაჩიძე)
გაკვეთილის მიზანიმოსწავლეს გამოვუმუშავოთ ხელოვნების ნაწარმოების აღქმის, ანალიზის და მისი დედააზრის ამოკითხვის უნარი, პირველწყაროსთან - ლიტერატურულ ნაწარმოებთან მისი მიმართების გაანალიზების უნარ-ჩვევა
შესაბამისობა სტანდარტთან
ხელოვნება
ს.გ. 5.10
#3. მსჯელობს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ცალკეული ნიმუშის დანიშნულებაზე.
ს.გ.5.11
#1. ამოიცნობს ისტორიულ ან ლიტერატურულ პერსონაჟებსა და ისტორიულ მოვლენებს ხელოვნების ნიმუშებში
ქართული ლიტერატურა
ს.გ.5.9
#2. ავლებს პარალელს თემატურად მსგავს ნაწარმოებთან
დრო45 წუთი
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობაგაკვეთილზე გაკეთებული კავშირებით ისინი გამოიმუშავებენ უნარს, როგორ დააკავშირონ ერთ საგანში მიღებული ცოდნა მეორესთან -  ასევე როგორ გამოიყენონ ცხოვრებაში საკუთარი ცოდნა რომელიმე სხვა სფეროში ან სხვა გარემოში გადატანით - ტრანსფერის უნარი.
წინარე ცოდნამოსწავლეები იცნობენ ქანდაკებას, როგორც ერთ-ერთ დარგს სახვითი ხელოვნებისას, იციან ქართული ხალხური ლექსები  „კიდევაც დაიზრდებიან“ და „ვეფხი და მოყმე“.
შეფასებაგანმსაზღვრელი შეფასება რუბრიკის საშუალებით(პრეზენტაციის და გაკვეთილში ჩართულობის შეფასება) იხ. დანართი 1 და 2
თემები, რომელთა ინეგრირებაც ხდება გაკვეთილზექანდაკებების „კიდევაც დაიზრდებიან“ და „ვეფხი და მოყმე“ დაკავშირება ამავე სახელწოდების ლექსებთან ქართული ფოლკლორიდან
სწავლების სტრატეგიები
გონებრივი იერიში
აქტიური ლექცია
კითხვა-პასუხი
უნარებიხელოვნების ნაწარმოების აღქმის, ანალიზის, მისი დედააზრის ამოკითხვის უნარი, ლიტერატურულ ნაწარმოებთან დაკავშების უნარი - ტრანსფერის უნარი
რესურსი
სახელმძღვანელო 5 კლასი, ხელოვნება; ილუსტრაციები ქანდაკებების გამოსახულებით, ცარცი, დაფა, მარკერი, მაგნიტური დაფა
ელექტრონული რესურსი:
http://saqartvelosganatlebissaministro.blogspot.com/
გაკვეთილის მსვლელობა
  • კლასის ორგანიზება - 2წუთი
  • საშინაო დავალების პრეზენტაცია(ზეპირი) (გაკვ.40 სურათი და შთაბეჭდილება და რამდენიმე კითხვა განვლილი მასალიდან)
10 წუთი
(მოსწავლეებისთვის გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა - წინასწარ გამოკრულ ფორმატზე ან დაფაზე)
  • ფაზაგამოწვევა  - გონებრივი იერიში- 5-7 წუთი
  • რა არის გამოსახული, რას ხედავთ მოცემულ ილუსტრაციებზე?(მოკლე აღწერა და დაფაზე მახასიათებლების ჩამოწერა მოსწავლის მიერ)
(დაფაზე გაკრულია ილუსტრაციები შესაბამისი განმარტებითი წარწერებით)
ფაზაწვდომა - მინი ლექცია -3 წთ.
კითხვა-პასუხი - 10-12 წთ
წყვილებში მუშაობა - 5 წუთი
  • მოსწავლეებისთვის მერაბ ბერძენიშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქანდაკებების და ბიოგრაფიის მცირე მონაკვეთების გაცნობა
  • კითხვა-პასუხი: რომელი ლექსი იწყება ფრაზით „კიდევაც დაიზრდებიან? (ამბბობენ ლექსს) თქვენი სიტყვებით გადმოეცით ამ სტროფის შინაარსი. გაიაზრეთ რას ნიშნავს- ჯავრი შასჭამონ მტრისანი? როგორ გადმოსცა ავტორმა ამ ლექსის არსი? რამდენად შეესაბამება ქანდაკება ლექსის შინაარსს?
  • რომელი ნაწარმოების მიხედვით შექმნა ე. ამაშუკელმა ქანდაკება ვეფხი და მოყმე?მოვყვეთ მოკლედ ბალადის შინაარსი. რა არის ამ ბალადაში ყველაზე მნიშვნელოვანი? რამდენად შეესაბამება ე. ამაშკელის ქანდაკება ლექსის შინაარსს?
წყვილში მუშაობამე რომ ხელოვანი ვიყო - როგორ ნაწარმოებს შევქმნიდი ამ თემაზე? დავხატავდი თუ გამოვაქანდაკებდი, შევცვლიდი თუ არა რამეს და რას.
(ყველას აზრის მოსმენა)
ფაზარეფლექსია - შემაჯამებელი კითხვები - 5 წთ
საშინაო დავალება - 2 წუთი
T დიაგრამა- რა გავაკეთეთ და როგორ - 2 წუთი
შეფასება - 2 წუთი
რა იყო ჩვენი გაკვეთილის თემა? ვისი შექმნილია ქანდაკება „კიდევაც დაიზრდებიან“? რომელ წელს შეიქმნა?რის მიხედვით შექმნა მოქანდაკემ ის? ვის ეკუთვნის „ვეფხის და მოყმის“ ქანდაკება? რომელ წელს შეიქმნა? რის მიხედვით გამოაქანდაკა ავტორმა? რა თემაზე ყოფილა ორივე მათგანი შესრულებული?რა დავაკავშირეთ დღევანდელ გაკვეთილზე ერთმანეთთან?
  • გაკვეთილის ჩანიშვნა და საშინაო დავალების მიცემა
(ხელოვნება 5 კლასი, გვერდი 68, გაკვეთილი 39 - კიდევაც დაიზრდებიან.
სამუშაო რვეული გვ.47 - გამოთქვი შენი მოსაზრება აქ წარმოდგენილი ქანდაკებების შესახებ წერილობით)
T დიაგრამა - რა გავაკეთეთ და როგორ
●მოსწავლეთა შეფასება - პრეზენტატორების შეფასება და გაკვეთილში ჩართულობის შეფასება განმსაზღვრელი შეფასების გამოყენებით
უკუკავშირი
თვითშეფასება და
კოლეგების უკუკავშირი( გაკვეთილის შეფასება კრიტერიუმების მიხედვით) დანართი 3-4


დანართი 1
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასების  რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები9–107–84–5–61–2–3
აქტიური მონაწილეობაყოველთვის მონაწილეობს  და სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს.ყოველთვის მონაწილეობს და  პასუხობს დასმულ შეკითხვებს.ხშირად მონაწილეობს და ზოგჯერ   პასუხობს დასმულ შეკითხვებსიშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში.იშვიათად პასუხობს შეკითხვებს.
გამართული და სწორი მეტყველებაგამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებსგამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებსიცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობსარ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენაყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებასთითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებასხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებასუჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირებაუსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ  პატივისცემასუსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
დანართი 2
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმებიმაღალი 9-10საშუალოზე მაღალი 7-8საშუალო 5-6საშუალოზე დაბალი 3-4დაბალი 1-2
გამართული და სწორი მეტყველებაგამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა; შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებსგამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.იცავს მართლმეტყველების წესებს. მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს.იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებსვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. უჭირს ციისგამართულად საუბარი
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემასათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულადსათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.სათქმელს გადმოსცემს ნაწილობრივ გამართულადუჭირს სათქმელის გამართულად გადმოცემა
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემაადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს.ადეკვატურად პასუხობს კითხვებსპასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.ვერ პასუხობს კითხვების ნახევარსვერ პასუხობს კითხვებს
დანართი 3
თვითშეფასების ცხრილი
კრიტერიუმებიშეფასება (1, 2, 3 )
1.მოსწავლეები იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში;
2.გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ;
3.მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.
4.საკმარისი მასალა მქონდა მოგროვილი ახალი მასალის ასახსნელად;
5.სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას ;
6.სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები და მეთოდები საგაკვეთილო პროცესში;
7.ჯგუფებში მოსწავლეების გაადნაწილება მოვახდინე დემოკრატიულად;
8.დისკუსიის დრო შევძელი კლასის მართვა;
9.მოსწავლეებს ახალი გაკვეტილი ავუხსენი გასაგებად;
10.სახლში მიცემული დავალება ჩემი მოსწავლეებისათვის არის საინტერესო
11.დებატების დროს მოსწავლეები იცავენ მთავარ პრინციპს-არ ჩხუბობენ, კამატი არ გრძელდება სხვა გაკვეთილებზეც;
12.ჯგუფური მუშაობისას შემიძლია შევქმნა კონკურენტუნარიანი გარემო, შეფასების შემდეგ მოსწავლეები არ უპირისპირდებიან ერთამნეთს;
13.ვაცნობიერებ პასიხისმგებლობა თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე
14.
ვაცნობიერებს კლასისსტრუქტურაში მოსწავლეთაარაფორმალური
როლების მნიშვნელობას დახელს ვუწყობ საკლასო ერთობისშექმნას;
15.ვიცი დროის მართვის ეფექტიანი სტრატეგიები

კრიტერიუმები /ქულები123
1გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო
2აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
3გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას
4მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
5გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
6შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
7გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
8ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
9ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
10ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
11ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად
დანართი 4
კოლეგების შეფასების ფურცელი
მასწავლებლის სახელი გვარი----------------------
#კრიტერიუმებიკარგისაშუალოცუდი
1მიზნების,აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესაბამისობა
2მიღწევის საშუალებები იწვევს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას
3მოსწავლეების ჩართულობის დონე პრეზენტაციაში
4რამდენად პოზიტიურია სასწავლო გარემო
5მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან (მიმართვის ფორმები)
6მოსწავლეების ყოფაქცევის მართვა
7მოსწავლეთა შორის ურთიერთობის ორგანიზება
8აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანად გამოყენება
9დროის მენეჯმენტი
10სასწავლო და დამხმარე რესურსების გამოყენება
11შეფასების (სქემებისრუბრიკების გამოყენება


Комментариев нет:

Отправить комментарий