სილაბუსი, საგნის გეგმა - 2 კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მთელი წლის მანძილზე განსახილველ საკითხთა ერთობლიობა:
1.მიმართულება- შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება:
სხვადასხვა ტიპის ხაზის და ფერის გამოყენებით გადმოსცემს განწყობილებას ნამუშევარში, გამოიყენებს სხვადასხვა სისქის კონტურს, შექმნის მარტივ ორნამენტებს ხაზების, ლაქების, ფორმების საშუალებით, ჩამოთვლის ცისარტყელას ფერებს, განარჩევს ცივ და თბილ ფერებს და გამოიყენებს ნამუშევარში, გამოსახავს სიმეტრიულ ან ასიმეტრიულ ფორმებს.შექმნის, წიგნის სანიშნეებს, მარტივ კონსტრუქციებს, გამოძერწავს მარტივ გეომეტრიულ ფორმებს და მათგან შექმნის მარტივ გამოსახულებებს, შექმნის აპლიკაციას, კოლაჟს.დახატავს ნატურიდან მარტივ ნატურმორტს, შესაბამისი ფერით გამოსახავს დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს, დახატავს მეხსიერებით, ფანტაზიით შექმნილ გარემოს, შექმნის ლიტერატურული ნაწარმოების მარტივ ილუსტრაციებს.გაკვეთილზე მოვა საჭირო აღჭურვილობით, დაიცავს უსაფრთხოების და ჰიგიენის წესებს, მონაწილეობას მიიღებს გუნდურ მუშაობაში.
2. მიმართულება კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:
წარადგენს ნამუშევარს ნაცნობი აუდიტორიის წინაშე, დასვამს კითხვებს, გასცემს კითხვებს პასუხებს, გაუზიარებს სხვებს შთაბეჭდილებებს, პატივს სცემს სხვის აზრს და ნამუშევარს, ყურადღებით მოუსმენს სხვის აზრს, გამოიყენებს ელემენტარულ ტერმინებს.
3. მიმართულება ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
გაეცნობა და ამოიცნობს და ჩამოთვლის სახვითი ხელოვნების დარგებს და ჟანრებს, ისაუბრებს საყვარელს ილუსტრირებულ წიგნებზე, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ხელოვნების ნიმუშებზე რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება, რომელის მოსწონს და რატომ, ისაუბრებს ნამუშევრის შინაარსზე და მასში გამოხატულ შთაბეჭდილებებზე, ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშებში ნაცნობ სიუჟეტებს, სცენებს და საგნებს, ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს, ყოფით საგნებს. ამოიცნობს პეიზაჟში გეოგრაფიულ ლანდშაფტს
მეთოდები, რომლებსაც გამოვიყენებ მთელი წლის მანძილზე:
მუშაობა დამოუკიდებლად, მუშაობა წყვილში, ჯგუფში, ასოციაცია, გონებრივი იერიში, აქტიური ლექცია, გააგრძელე, გააგრძელე 2, როლური თამაში, ასოციაციური კავშირების რუკა.
ვიზუალური მასალა სამივე მიმართულებაზე:
პირველყოფილი ადამიანის მხატვრობა(ალტამირას გამოქვაბული), ეგვიპტური კედლის მხატვრობა, ანრი მატისი, პაულ კლეე. ნარმერის ფილა, რაფაელ სანტი(სიქსტეს მადონა), პართენონის ფრიზი, ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობა, იან ვან ეიკის არნოლფინების ოჯახი.
მასალა და იარაღი:
ფანქარი, პასტელი, გუაში, ფლომასტერი, პლასტილინი, ფერადი ქაღალდი, მუყაო, სხვადასხვა ზომის კოლოფები, ბუნებრივი და ხელოვნური მასალა(გირჩა, ტოტი, ფოთოლი, ფუჩეჩი, მარცვლეული, ნიჟარა, ფერადი კენჭი, მძივები, ღილები, დაჭმუჭნული ქაღალდი), ფუნჯი, მაკრატელი, წებო.
სილაბუსი, საგნის გეგმა 3 კლასი
1. მიმართულება შემოქმედებითობა და პრააქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება:
ამოიცნობს და გაარჩევს ძირითად და შედგენილ, თბილ და ცივ ფერებს, გადმოსცემს განწყობილებას ხაზი, ფერის, ფორმის საშუალებით, ნამუშევარში გამოყოფს მთავარს, შექმნის ფაქტურებს, დახატავს სხვადახვა მასალით, შექმნის მარტივ გამოსახულებებს და კომპოზიციებს, შექმნის ნამუშევარს შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით, შეძლებს დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა მარტივი სამუშაო, შეძლებს იმუშავოს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
2. მიმართულება კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:
წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფის ნამუშევრებს, გაუზიარებს თანაკლასელებს აზრებს და იდეებს, ისაუბრებს ნამუშევრით აღძრულ შთაბეჭდილებაზე, პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს, სხვის აზრს, აცდის სხვებს საუბარს. მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
3. მიმართულება ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
დაათვალიერებს და ამოიცნობს სახვითი ხელოვნების და არქიტექტურის ცნობილ ნამუშევრებს და მიაკუთვნებს მათ კონკრეტულ დარგს, მიაკუთვნებს ნაწარმოებს ჟანრს, დააკავშირებს შინაარსს სხვა საგნებში განვლილ მასალასთან, ისაუბრებს ნამუშევრიდან მიღებულ შთაბეჭდილებაზე, ამოიცონბს ნამუშევარში გადმოცემულ განწყობილებას, გაეცნობა ხელოვნების ადგილობრივ ძეგლებს, მოღვაწეებს და მათ შემოქმედებას.
მეთოდები, რომლებსაცგამოვიყენებმთელიწლისმანძილზე:
მუშაობადამოუკიდებლად, მუშაობაწყვილში, ჯგუფში, ასოციაცია, გონებრივიიერიში, აქტიურილექცია, გააგრძელე, გააგრძელე 2, როლურითამაში, ასოციაციურიკავშირებისრუკა.
ვიზუალური მასალა სამივე მიმართულებაზე:
იშთარის კარიბჭე, კოლიზეუმი, ეიფელის კოშკი, უფლისციხე, ვარძია, ხერთვისი, ერეკლე მეორის სასახლე თელავში, ეგვიპტური, ბერძნული და რომაული ქანდაკება, კნოსოსის სასახლის მხატვრობა, პომპეის ფრესკები, ტომაზო მაზაჩო, სანდრო ბოტიჩელი, რაფაელ სანტი, პოლ სეზანი, პოლ გოგენი, ნიკო ფიროსმანი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ლეონარდო და ვინჩი, ალბრეხტ დიურერი(კურდღელი), ანრი მატისი, ჩინური და იაპონური გრაფიკა, ქართული და ბერძნული კერამიკა, ხალიჩები, კოლხური სამკაული, აფრიკული ნიღბები, ჭურჭელი...
მასალადაიარაღი:
ფანქარი, პასტელი, გუაში, ფლომასტერი, პლასტილინი, ფერადიქაღალდი, მუყაო, სხვადასხვაზომისკოლოფები, ბუნებრივიდახელოვნურიმასალა(გირჩა, ტოტი, ფოთოლი, ფუჩეჩი, მარცვლეული, ნიჟარა, ფერადიკენჭი, მძივები, ღილები, დაჭმუჭნულიქაღალდი), ფუნჯი, მაკრატელი, წებო.
სილაბუსი, საგნის გეგმა 4 კლასი
1. მიმართულება შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
შეაზავებს ფერბს ახალი ფერის მიღებიშ მიზნით, თეთრისა და შავი ფერის დამატებით შეცვლის ფერის სინათლის ხარისხს, ტონალობას, შექმნის რიტმულ კომპოზიციებს ფიგურების ან ორნამენტების გამეორებით, იმუშავებს სხვადასხვა ტექნიკაში და შექმნის სიმეტრიულ და ასიმეტრიულ კომპოზიციებს, გადმოსცემს საგნის საერთო პროპორციას,გაარჩევს ნახატში წინა და უკანა პლანს და გამოიყენებს მას ნამუშევრის შექმნისას, შექმნის სხვადასხვა ფაქტურას, დეკორატიულ და გამოყენებით ნამუშევრებს სხვადასხვა მასალით,დახატავს თავის გარემოს, ყოფით სცენებს, ასახავს ნამუშევრებში ბუნებაზე დაკვირვების შედეგებს, შექმნის წარმოსახვით სახეებს, დაგეგმავს სხვადასხვა სამუშაოებს დროის ლიმიტის დაცვით, შექმნის მისალოც და მოსაწვევ ბარათებს, მოხატავს ეზოს ფერადი ცარცებით, მონაწილეობას მიიღებს გუნდურ სამუშაოებში, ითანამშრომლებს სხვებთან და დაეხმარება თანაკლასელებს.
2. მიმართულება კომინიკაცია და ინტერპრეტაცია:
ისაუბრებს საკუთარ ნამუშევარში გამოყენებულ მხატვრულ ხერხებზე, აღნიშნავს და დაასაბუთებს რა მოსწონს და რა არა, შეაფასებს რამდენად შეძლო ნამუშევარში ჩანაფიქრის შესრულება,,საუბრისას გამოიყენებს შესაბამის ტერმინებს, დასვამს კითხვებს და უპასუხებს მათ, წარადგენს ნამუშევარს აუდიტორიის წინაშე, იმსჯელებს ხელოვნებაზე როგორც გატაცებასა და პროფესიაზე, შეაფასებს სხვის ნამუშევრებს კორექტულად, დააცდის სხვას საუბარს კამათის დროს, კეთილგანწყობილი იქნება თანაკლასელების მიმართ, მონაწილეობას მიიღებს თეატრალურ წარმოდგენებში, საკლასო და სასკოლო ღონისძიებაში, გამოფენებში, გაეცნობა მუზეუმებსა და გამოფენებზე წარმოდგენილ ექსპოზიციებს,კულტურულ მემკვიდრეობას.
3. მიმართულება ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
შეადარებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშებს გამომსახველობითი ხერხების და მასალისა და ტექნიკის მიხედვით, დაახასიათებს დარგებთან დაკავშირებულ პროფესიებს, შეაგროვებს ინფორმაციას ცნობილ არქიტექტურულ ძეგლებზე, ფერწერულ ნამუშევრებზე, ქანდაკებებზე, ხალხური შემოქმედების ნიმუშებზე და აცნობს თანაკლასელებს, შეადარებს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშსა და ლიტერატურულ ნაწარმოებს, ამოიცნობს მხატვრულ ნამუშევრებში ბუნების მოვლენებს, განსხვავებულ რელიეფს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.შეაგროვებს და გააცნობს თანაკლასელებს ინფორმაციას მისი რეგიონის ხელოვნების მოღვაწეებზე, გაიცნობს და აღწერს მის რეგიონში მდებარე ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლებს, იმსჯელებს იმის შესახებ თუ როგორ აისახა გარემო და ეპოქა ხელოვნების ნაწარმოებში.
მეთოდები, რომლებსაც გამოვიყენებ მთელი წლის მანძილზე:
მიკროფონი, გააგრძელე, გააგრძელე 2, ასოციაცია, აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, ასოციაციური კავშირების რუკა, მუშაობა წყვილში, მუშაობა ჯგუფში, ინდივიდუალური მუშაობა
ვიზუალური მასალა სამივე მიმართულებაზე:
ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის, ვინსენტ ვან გოგის გრაფიკული ნამუშევრები, ოდილონ რედონის პეგასი, ნიჟარა, მუზა პეგასზე, ანრი რუსოს ვეფხვი ტროპიკულ შტორმში, კლოდ მონეს ბაღი ჟივერნიში, მებაჟეს სახლი ვარენჟევილში, პარლამენტი მზის ეფექტი წყალზე, ვინსენტ ვან გოგის ზეთისხილის ბაღი, ვარსკვლავებიანი ღამე, შუადღის ძილი
მასალადაიარაღი:
ფანქარი, პასტელი, გუაში, ფლომასტერი, პლასტილინი, ფერადიქაღალდი, მუყაო, სხვადასხვაზომისკოლოფები, ბუნებრივიდახელოვნურიმასალა(გირჩა, ტოტი, ფოთოლი, ფუჩეჩი, მარცვლეული, ნიჟარა, ფერადიკენჭი, მძივები, ღილები, დაჭმუჭნულიქაღალდი), ფუნჯი, მაკრატელი, წებო.
სილაბუსი , საგნის გეგმა 5 კლასი
1. მიმართულება შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება:
სხვადასხვა მონასმებითა და ეფექტებით გადმოსცემს განწყობილებას და შექმნის ფაქტურებს,შეეცდება გამოსახოს საგანთა მოცულობა შუქ-ჩრდილის, ათინათის და დაცემული ჩრდილის საშუალებით,შექმნის სიბრტყობრივ დეკორატიულ კომპოზიციებს, ნამუშევრის შექმნისას გამოიყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს, წინა და უკანა პლანებს,ნახევარტონებს, ფერის გრადაციას,ადამიანის ფიგურას გამოსახავს ძირითადი პროპორციების გამოყენებით, გადოსცემს დინამიკას ნამუშევარში, ჩაატარებს ექსპერიმენტს ნაცნობი მასალით,მიიღებს ანაბეჭდს, კომპიუტერის საშუალებით შექმნის მარტივ გამოსახულებებს, ორნამენტებს, ასახავს ნამუშევარში მაყურებლისაგან დაშორების საშუალებით ობიექტის ზომის შემცირებას, დახატავს ნატურმორტს, პორტრეტს და პეიზაჟს ნატურიდან და მეხსიერებით,წარმოსახვით, გამოსახავს თავისი ცხოვრების საინტერესო და მნიშვნელოვან მომენტებს, გადმოსცემს გარკვეულ იდეას,ახლობელ ადამიანებს, საყვარელს ლიტერატურულ გმირებს და თავის დამოკიდებულებას მათ მიმართ.დაგეგმავს კონკრეტული სამუშაოს თანმინდევრობას, ითანამშრომლებს სხვებთან.
2. მიმართულება კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:
წარადგენს ნამუშევარს, დასვამს კითხვებს, გასცემს პასუხს, გააზიარებს შთაბეჭდილებებს, დაკვირვებებს, გამოცდილებას, გამოხატავს დამოუკიდებლობას, შეაფასებს და დაასაბუთებს, პატივისცემას გამოამჟღავნებს სხვისი ნაუშევრის და აზრის მიმართ, გამოიყენებს სათანადო ტერმინებს, ისაუბრებს ნამუშევრიდან მიღებულ ინფორმაციაზე, მონაწილეობას მიიღებს საკლასო და სასკოლო გამოფენებში, სპექტაკლში, აქციაში, დაათვალიერებს მუზეუმებსა და გამოფენებზე გამოტანილ ექსპოზიციას.
3. მიმართულება ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
დაათვალიერებს სახვითი ხელოვნების ცნობილ ნამუშევრებს, ამოიცნობს, დააკავშირებს ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან, ისაუბრებს დეკორატიულ-გამოყენებითი საგნების დანიშნულებაზე, ხელვნების როლზე საზოგადოებრივ ადგილებში, დააკავშირებს შინაარსს ისტორიასთან, კულტურასთან. შეაგროებს ინფორმაციას თავის ქალაქში, სოფელში, რაიონში მცხოვრებ ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ შემოქმედებაზე
მეთოდები, რომლებსაც გამოვიყენებ მთელი წლის მანძილზე:
საკლასო დისკუსია, მიკროფონი, სივრცე, მოგზაურები, გააგრძელე, გააგრძელე2, აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, როლური თამაში, ასოციაცია, ასოციაციური კავშირეიბს რუკა, სტრატეგია რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ, ვენის დიაგრამა, ტ დიაგრამა, წრე, ჯგუფური სამუშაო, სამუშაო წყვილში, ინდივიდუალური მუშაობა
ვიზუალური მასალა სამივე მიმართულებაზე:
ფერწერა და გრაფიკა: ეჟენ დელაკრუა, დომინიკ ენგრი, ჟაკ ლუი დავიდი, ონორე დომიე, უილიამ ტერნერი, ფრანსისკო გოია, კამილ პისარო, პოლ სეზანი, ტულუზ ლოტრეკი, ჟორჟ სერა, პოლ სინიაკი, ანდრე დერენი, მორის ვლამინკი. ქანდაკება: აღდგომის კუნძულის ქანდაკებები, აბუ სიმბელის რამზესის კოლოსები, ჩინეთის ტერაკოტის მეომრები, ბერძნული არქაული და კლასიკური ქანდაკება, შუმერული ქანდაკება, მიქელანჯელოს ქანდაკებები, რაშმორის მთის კლდეში ნაკვეთი ქანდაკებები, თავისუფლების ქანდაკება, რელიეფები: ბოლნისის სიონი, მცხეთის ჯვარი, ნიკორწმინდა, არქიტექტურა: სთოუნჰენჯი, თერმები, პეტრა, სანტა მარია დელ ფიორე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ძეგლები, თანამედროვე არქიტექტურის ძეგლები, გამოყენებითი ხელოვნება: ბედიის ბარძიმი, მამაის ტონდო, თამარ მეფის ჯვარი, ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები, შუმერული, ეგვიპტური, შუამდინარეთის, ანტიკური ხანის, ადრექრისტიანული ხანის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ,...
სილაბუსი, საგნის გეგმა 6 კლასი
1. მიმართულება შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება:
განწყობილების გადმოსაცემად გამოიყენებს სხვადასხვაგვარ მონასმებს და ეფექტებს, ფერთა გრადაციას, კონტრასტულ და მონათესავე ფერებს, შუქ-ჩრდილს, ათინათს. შექმნის რთულ ორნამენტებს, დააკვირდება და სახავას საგანთა თანაფარდობას და პროპორციას, შექნის მრავალფიგურიან კომპოზიციებს,გრაფიკულ ნამუშევარს სხვადასხვა მასალით, კომპიუტერით, დახატავს პორტრეტებს, მატურმორტსა და პეიზაჟებს ნატურიდან და მეხსიერებით, საკუთარ თავსა და სხვებს სხვადასხვა სახასიათო ნიშნების, დეტალების გამოყენებით, ჩამოთვლის მისთვის საინტერესო მოვლენებს და გამოსახავს საკუთარ დამოკიდებულებას მათდამი, აიღებს იდეებს სხვა საგნებში მიღებული ცოდნიდან და გამოსახავს მათ, დაგეგმავს და შეასრულებს სხვადასხვა სამუშაოს თანმიმდევრობას, იმუშავებს გუნდში შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
2. მიმართულება კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:
წარადგენს ნამუშევარს აუდიტორიის წინაშე, იმსჯელებს ჩანაფიქრზე, ემოციაზე, მიზნებზე, ამოცანებზე, გააზიარებს შთაბეჭდილებებს, დაკვირვებებს, გამოცდილებას, შეაფასებს და დაასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას სათანადო ტერმინების გამოყენებით. ისაუბრებს ნამუშევრიდან მიღებულ კულტურულ ინფორმაციაზე, მონაწილეობას მიიღებს და თავად მოაწყობს საკლასო და სასკოლო გამოფენებს, სპექტაკლს, აქციას, შეხვედრებს ხელოვნების მოღვაწეებთან, ექსკურსიებს მუზეუმში, გალერეებში.
3. მიმართულება ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
დაათვალიერებს და ამოიცნობს სახვითი ხელოვნების ცნობილ ნამუშევრებს და დააკავშირებს ქვეყნის კულტურასთან, შეადარებს პირობით და რეალისტურ ნამუშევრებს, ისაუბრებს იტორიული და კულტურული ასპექტის გავლენაზე ხელვნების ნიმუშია შინაარსზე, მოიპოვებს ინფორმაციას ხელოვნების ქართველ მოღვაწეებზე და მათ შემოქმედებაზე, გაეცნობა ქართული ხელოვნების დარგებს. გამოიკვლევს ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.დააკავშირებს ხელოვნების ნიმუშებს რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან, ისაუბრებს დეკორატიულ გამოყენებითი საგნების დანიშნულებაზე, ხელოვნების როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შეაგროვებს ინფორმაციას თავის ქალაქში თუ სოფელში მცხოვრებს ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ შემოქმედებაზე.
მეთოდები რომლებსაც გამოვიყენებ მთელი წლის მანძილზე:
საკლასო დისკუსია, მიკროფონი, სივრცე, აკვარიუმი, მოგზაურები, გააგრძელე, გააგრძელე2, ასოციაცია, აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, ასოციაციური კავშირების რუკა, სტრატეგია რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ, ვენის დიაგრამა, ტ დიაგრამა, ჯგუფური მუშაობა, დამოუკიდებელი სამუშაო, მუშაობა წყვილში.
ვიზუალური მასალა სამივე კატეგორიაზე:
ეგვიპტის კედლის მხატვრობა, ფაიუმის პორტრეტები, პომპეის ფრესკები, დელაკრუა, ენგრი, დავიდი, იმპრესიონისტები, პოსტიმპრესიონისტები, ქართული შუა საუკუნეების კედლის მხატვრობა- ბეთანია, გელათი, ვარძა, დავით გარეჯა, სვანეთი, თბილისური პორტრეტები, როდენი, მაიოლი, ბარლახი, ბრანკუზი, ჯაკომეტი, აია სოფიას ტაძარი, წმ. პეტრეს ტაძარი, იერუსალიმის ტაძარი, ვერსალის სასახლე, ერმიტაჟი, გაუდის არქიტექტურა, სვეტიცხოველი, ალავერდი, ბაგრატის ტაძარი, ოშკი, სამთავისი, გელათის მონასტერი, ბეთანია,ვარძია...
Комментариев нет:
Отправить комментарий