вторник, 22 сентября 2015 г.

სილაბუსი სახვითსა და გამოყენებით ხელოვნებაში 7, 8, 9 კლასი


სილაბუსი, საგნის გეგმა (7კლასი)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ხელოვნების პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჯანგულაშვილი

მთელი წლის მანძილზე განსახილველ საკითხთა ერთობლიობა:                                       

1.მიმართულება - შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება:
   სხვადასხვა ტიპის - წვრილი, სქელი, ტეხილი, წყვეტილი,ტალღოვანი ხაზის გამოყენებით შექმნიან ნამუშევარს, გამოიყენებენ კონტურს. ძირითადი, შედგენილი, თბილი, ცივი, ინტენსიური, ნახევარტონი, კონტრასტული ფერებით ხატავენ ნამუშევარს.იყენებენ და ქმნიან სხვადასხვა ფორმებს: ორგანზომილებიანს,სიმეტრიულს, ასიმეტრიულს. შუქ-ჩრდილის გამოყენებით შექმნიან მოცულობას, სხვადასხვა იარაღით და მასალით შექმნიან ფაქტურებს.კომპოზიციის აგებისას გამოიყენებს ჰორიზონტის ხაზს, პერსპექტივას, თავშეყრის წერტილს, რაკურსს, შექმნის რიტმს,დაიცავს წონასწორობას კომპოზიციაში,გამოსახავს დინამიკას,გადმოსცემს განწყობილებას ხაზის, ფერის, სხვადასხვაგვარი მონასმის საშუალებით.
რესურსი:
ფორმატი, თაბახის ფურცლები, სახატავი რვეული,ფერადი ფანქრები, პასტელი, ცარცი, ნახშირი, გუაში, წებო, მაკრატელი, მუყაო, პლასტილინი, თიხა, პლასტმასის დანა, მძივები, ლენტები,პრიალა ქაღალდი-ფოლგა, ფერადი ფურცლები, ფუნჯი, საშლელი, ღრუბელი, წვრილი კენჭები, მეტლახის ნატეხები, ღილები, სტეპლერი, აკვარელის საღებავი, წყლის ჭურჭელი, ხელსახოცი, უბრალო ფანქარი, ქსოვილი, ჭიკარტები,ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი,სკოჩი, ერთჯერადი თეფში და ჭიქა,კბილის ჯაგრისი, ბუნებრივი რესურსი.
ტექნიკა და პროცედურა:
გამოიყენებენ სხვადასხვა ტექნიკას: ფერწერის, გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა, ანაბეჭდი, ძერწვა, აპლიკაცია, ქაღალდის პლასტიკა, კოლაჟი, მოდელირება, კონსტრუქცია, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ამოკაწვრა, დაწვნა, ქარგვა.

2. მიმართულება - კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:
    წარადგენს ნამუშევარს ფართო აუდიტორიის წინაშე, მსჯელობს ჩანაფიქრზე, ემოციაზე, მიზნებზე, ამოცანებზე; უზიარებს სხვებს შთაბეჭდილებებს, დაკვირვებებს, გამოცდილებას, აფასებს და ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას, საუბრისას იყენებს სათანადო ტერმინებს. საუბრობს კონკრეტული კულტურის მახასიათებლებზე, ნამუშევრიდან მიღებულ ინფორმაციაზე, აწყობს და მონაწილეობს საკლასო და სასკოლო გამოფენებში, სპექტაკლში, აქციაში, აწყობს და ესწრება შეხვედრებს ხელოვანთან, საუბრობს ექსკურსიებიდან, მუზეუმიდან, გალერეებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე.

3. მიმართულება - ხელოვნების აღქმა კოკნტექსტში:
  სახვითი ხელოვნების ცნობილი ნამუშევრების დათვალიერებისას ამოიცნობს და აკავშირებს მათ ეპოქასთან და კულტურასთან, საუბრობს და ხვდება ისტორიულ-რელიგიურ-კულტურული კონტექსტის გავლენას მხატვრულ გადაწყვეტაზე, აგოვებს ინფორმაციას ხელოვნების ადგილობრივ მოღვაწეებზე და აკეთებს მათი შემოქმედების ანალიზს.
გამოყენებითი ხელოვნება- ამოიცნობს აზიური და ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს ტანისამოსში, საიუველირო ნაწარმში, ყოფითი დანიშნულების საგნებში და ა. შ.

მეთოდები რომლებსაც გამოვიყენებთ მთელი წლის მანძილზე
საკლასო დისკუსია, სივრცე, მიკროფონი, აკვარიუმი, მოგზაურები, გააგრძელე, აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, ტე დიაგრამა, ვენის დიაგრამა, სტრატეგია 3,2,1, ასოციაციური თამაში.

ვიზუალური მასალა სამივე მიმართულებაზე
კლოდ მონე( თივის ზვინი), ჟორჟ დე ლატური (კონტრასტი, შუქ-ჩრდილი), პოლ გოგენი, ენდი უორჰოლი, მორის ეშერი( ცა და წყალი, შავ-თეთრი კონტრასტი),რემბრანდტი( ღამის გუშაგი), ტიციანი(მადონა ალუბლებით), პიტერ ბრეიგელი უფროსი(მონადირეები თოვლზე), დიეგო ველასკესი, ედუარდ მანე(ბარი, ფოლი ბერჟერში), ვასილი კანდინსკი, პიტ მონდრიანი(კომპოზიციური განაწილება), ვან გოგი, ჯექსონ პოლოკი, ჯიბსონ ხუნდაძე, ედმონდ კალანდაძე(მონასმი და ფაქტურა), ვერონეზე(მარდოხეის ტრიუმფი), რუბენსი(მინდვრიდან დაბრუნება), კლოდ ლორენის პეიზაჟები,საფარა, გელათი-კონქის მოხატულობა, რუბლიოვის სამება, პერუჯინო,და ვინჩი(თავშეყრის წერტილი),დელფოსის მეეტლე, მირონის ბადროს მტყორცნელი(სტატიკა), სკოპასის მენადა, ფუტურისტები, ნიკოლა პუსენი(გერმანიკის სიკვდილი), ჟაკ ლუი დავიდი(ჰორაციუსების ფიცი)და სხვა.

სილაბუსი, საგნის გეგმა 8 კლასი
1.      
მიმართულება შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება:
მოსწავლე შემოქმედებითად გამოიყენებს სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს ნამუშევრის შექმნისას კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, გამოიყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს, მონასმს, ფერს, ფორმას, შუქ-ჩრდილს, ფაქტურას, გადმოსცემს მოცულობას, მთლიანობას, პროპორციებს, სივრცეს ნამუშევარში, პერსპექტივას, უკუპერსპექტივას, სიმეტრიას, რიტმს, წონასწორობას, კონტრასტს, დინამიკას. სხვადასხვა ეფექტების საშუალებით გადმოსცემს განწყობილებას, ასოციაციებს, ემოციებს.

2.      მიმართულება კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:
წარადგენს ნამუშევარს ფართო აუდიტორიის წინაშე, იმსჯელებს ჩანაფიქრზე, ემოციებზე, მიზნებზე, ამოცანებზე, გაუზიარებს სხვებს შთაბეჭდილებებს, დაკვირვებებს, გამოცდილებას, შეაფასებს მოვლენებს და დაასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას სათანადო ტერმინების გამოყენებით, ისაუბრებს ნამუშევრის შექმნის მოტივებზე, ჯგუფის მიერ დასახულ მიზნებზე, შეაფასებს ნამუშევარს მხატვრული ხერხების მიხედვით, ისაუბრებს სხვადასხვა კულტურის დამახასიათებელ ნიშნებზე, ნამუშევრიდან მიღებულ ინფორმაციაზე, მონაწილეობას მიიღებს და დაგეგმავს გამოფენებს, სპექტაკლს, აქციას, შეხვდება ხელოვნების მოღვაწეებს.
3
.      მიმართულება ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
შეადარებს და ამოიცნობს სხვადასხვა კულტურისა და ეპოქის  ნამუშევრებს, იმსჯელებს მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე, შეადარებს ერთმანეთს რეალისტურ და პირობით ნამუშევრებს, იკვლევს ხელოვნების ნიმუშს რელიგიურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტში, მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს ეპოქას და კულტურას, მოაგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე, გააცნობს მას კლასს თვალსაჩინო მასალასთან ერთად,იმსჯელებს ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშებზე, ამოიცნობს რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევარს და ადარებს ერთმანეთს შესრულების მანერის მიხედვით, მოიძებს ინფორმაციას რამდენიმე ცნობილ კულტურულ ძეგლზე და იმსჯელებს მათი გავლენის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოიძიებს ინფორმაციას ქართული და მსოფლიო არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენების შესახებ და იმსჯელებს მათ მნიშვნელობაზე.

მეთოდებირომლებსაცგამოვიყენებმთელიწლისმანძილზე:

მიკროფონიმოგზაურებიგანხილვააქტიურილექციაგონებრივიიერიშიროლურითამაშისტრატეგია 3,2,1, ასოციაციურიკავშირებისრუკასტრატეგიარადამამახსოვრდებაკლასისდატოვებისშემდეგვენისდიაგრამატდიაგრამამოზაიკაჯგუფურიმუშაობამუშაობაწყვილშიწრე.

ვიზუალური მასალა სამივე მიმართულებაზე:

კარავაჯო - ვახშამი ემაუსში, კორეჯო - შობა, ბრეიგელი უფროსი - გლეხური ქორწილი, ვერმეერი, რემბრანდტი, გოია, სერა, ვან ეიკი, ენგრი, პიკასო, ბოსხი, ველასკესი, მოდილიანი, დონგენი, რუბენსი, ტერნერი, ტიციანი, ტულუზ ლოტრეკი, არისტიდ ბრუიანი, ჟანა ავრილი,  დიუფი,  მონდრიანი, სისლეი, კანდინსკი, კანალეტო, მარკ შაგალი, ილია რეპინი, რენუარი, რომანული, გუთური, რენესანსული არქიტექტურა, დონატელოს, მიქელანჯელოს, ბერნინის ქანდაკებები, გიბერტის კარიბჭე, როდენი.

სილაბუსი, საგნის გეგმა - 9 კლასი
მთელი წლის მანძილზე განსახილველ საკითხთა ერთობლიობა

1.     მიმართულება - შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება:
გამოიყენებს კოლორიტს, კონტრასტულ ფერებს, აქცენტებს, ფაქტურას, შერეულ მასალას,ტრადიციულ და არატრადიციულ მასალას და ტექნიკას ნამუშევარში განწყობილების,ემოციების, იდეების, ფერის ჟღერადობის გასაძლიერებლად.ჩაატარებს ექსპერიმენტს მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.შემოქმედებითად ასახავს გარემოზე დაკვირვების შედეგად აღძრულ შთაბეჭდილებებს, აირჩევს თემას საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად, დაგეგმავს სამუშაოს შესრულების დროს,განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას, ფუნქციებს, შექმნის ნაკეთობებს და გარემოს(ინტერიერი,ეზო, პარკი) დიზაინის ესკიზებს,გამოიყენებს კომპიუტერულ ტექიკას ნამუშევრის შექმნისას, თეატრალური წარმოდგენებისათვის დახატავს და გააკეთებს დეკორაციების ესკიზებს
2
.      მიმართულება - კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:
წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს ნამუშევარს, იმსჯელებს რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის, შუქ-ჩრდილის საშუალებით,გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და დაასაბუთებს საკუთარი აზრს.
3
.      მიმართულება - ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
შეადარებს ერთმანეთს სხვადასხვა კლტურის და ისტორიული პერიოდის ხელოვნების ნიმუშებს სტილის, ჟანრის, თემის მიხედვით, ამოიცნობს მხატვრის ინდივიდუალურ მანერას,ამოიცნობს ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის და სხვადასხვა კუთხის ხელოვნებასიმსჯელობს თუ რა გავლენა იქონია ამა თუ იმ ისტორიულმა მოვლენამ რომელიმე კონკრეტულ ნამუშევარზე, იმსჯელებს ქართული ხალხური ხელოვნების შესახებ, შეაგროვებს ინფორმაციას კულტურის მოღვაწეებზე და მათ წვლილზე საზოგადოების ცხოვრებაში. იმსჯელებს თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენების შესახებ ხელოვნებაში.

მეთოდები, რომლებსაც გამოვიყენებ მთელი წლის მანძილზე:

მიკროფონი, მოგზაურები, განხილვა, აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, როლური თამაში, სტრატეგია 3,2,1, ასოციაციური კავშირების რუკა, სტრატეგია- რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ, ვენის დიაგრამა, ტ დიაგრამა, მოზაიკა, ჯგუფური მუშაობა, მუშაობა წყვილში, წრე.

ვიზუალური მასალა სამივე მიმართულებაზე:

იერონიმუს ბოსხი, ანრი რუსო, მიხაილ ვრუბელი, ოდილნ რედონი, მარკ შაგალი, ედვარდ მუნკი, ჯეიმს ენსორი, სალვადორ დალი, რენე მაგრიტი, ჯორჯო და კირიკო, მაქს ერნსტი, ჰანს არპი( წარმოსახვითი სამყარო), რაულ დიუფი (აფიშები ტრუვილში, რეგატა ჰენლიში, ორკესტრი, დოღი ესკოტში, კაზინო ნიცაში), ლადო გუდიაშვილი, ქართული თეატრის მხატვრობა- ირაკლი გამრეკელი, პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, კირილე ზდანევიჩი, სოლიკო ვირსალაძე.

ჟან ტინგლი, ნიკი დე სენტ ფალი, თამარ კვესიტაძე(თოჯინები, მექანიკური სკულპტურები), ენტონი გორმლი.

Комментариев нет:

Отправить комментарий