დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის სტანდარტი
მუხლი 66. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
ა) მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები:
ა.ა) ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენება ნამუშევარში იდეის, შინაარსის, ხასიათის, განწყობილების გადმოსაცემად (კომპოზიციური განაწილება, ფერი, კოლორიტი, ფაქტურა, განათება; შესრულების მანერა: მონასმი, ხაზი, ფორმა; დეტალი: პოზა, ჟესტი, გამომეტყველება, აქსესუარები და ა.შ.); ა.ბ) ნამუშევრის შექმნისას კომპოზიციური განაწილების პრინციპების (მთლიანობა, წონასწორობა, პერსპექტივა, პროპორცია, ხედვის წერტილი, ჰორიზონტის ხაზი, თავშეყრის წერტილი, წინა და უკანა პლანი, მასშტაბი, სიმეტრია,) გამოყენება; ა.გ) ნამუშევრის შექმნისას ცივი და თბილი, კონტრასტული ფერების, ფერთა გრადაციის გამოყენება (კოლორიტი, ფერის ინტენსივობა, ნახევარტონი, ფერი (ძირითადი, შედგენილი და სხვა); ა.დ) სხვადასხვა მხატვრული ხერხის (შუქ-ჩრდილი, შტრიხი, ლაქა, ბლიკი და ა.შ.) საშუალებით საგანთა მოცულობის გამოსახვა; ა.ე) სხვადასხვა მხატვრული ხერხის (შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, სხვადასხვაგვარი მონასმი, ფაქტურა, ლაქა, კოლორიტი და ა.შ.) და ეფექტების გამოყენებით ასოციაციების, ემოციების, იდეების გადმოცემა; ა.ვ) სხვადასხვა ტექნიკის, პროცედურის (ტრადიციული ხელსაქმის სხვადასხვა სახეობის, ფერწერის, გრაფიკის, კოლაჟის, აპლიკაციის და ა.შ,) გამოყენება; ა.ზ) კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება დიზაინის შესაქმნელად, პრეზენტაციის ჩასატარებლად; ა.თ) სასკოლო რესურსის შექმნა (თეატრალური რეკვიზიტები სასკოლო სპექტაკლებისთვის, სასკოლო სტენდები, წიგნების აკინძვა, რუკები და სხვ.) და ადეკვატური გამოყენება; ა.ი) ექსპერიმენტის ჩატარება ნამუშევრის შექმნისას (ხელოვნების ელემენტების, პრინციპების, სხვადასხვა მასალის, ტექნიკისა და პროცედურის გამოყენებით); ა.კ) შემოქმედებითი იდეების პროდუცირების უნარი (მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების და მოსწავლეთა შესაძლებლობების შეთავსებით სხვადასხვა ტიპის თემების, აქტივობების, პროექტების ორგანიზება, ლოგიკური, შედეგზე ორიენტირებული თანმიმდევრობის დაგეგმვა და განხორციელება); ა.ლ) მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კომფორტული, შემოქმედებითი და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებისა და შემოქმედების მოტივირებას; ა.მ) სასწავლო რესურსების ორგანიზება; მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინება, თვითგამოხატვის საშუალების მიცემა, საინტერესო ამოცანების და აქტივობების შეთავაზება და სხვა); ა.ნ) მოსწავლეების დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის ორგანიზება (მოსწავლეთა ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, ფუნქციების ადეკვატურად განაწილება, მეწყვილეთა ურთიერთდახმარების წახალისება).
ბ) მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში: ბ.ა) ხელოვნების ნიმუშის, ავტორის, ეპოქის ამოცნობა; ბ.ბ.) სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების (მაგ.: ძველი აღმოსავლეთი, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები, XV–XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპა) გარჩევა - ანალიზი, მსჯელობა სხვადასხვა ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებზე, (კომპოზიციური განაწილება, კოლორიტი, ხაზი, ფორმა, შესრულების მანერა), თემატიკაზე, ეპოქათა შორის გავლენაზე და შემოქმედის ინდივიდუალობაზე. (ამ კუთხით ეგვიპტური, ანტიკური, შუა საუკუნეებისა და სხვა ეპოქის ხელოვნების შედარებითი ანალიზი, ნამუშევრის შინაარსის დაკავშირება ისტორიულ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ კონტექსტთან (მაგ. დელაკრუას „თავისუფლება ბარიკადებზე“); ბ.გ) სხვადასხვა მხატვრული სტილი, სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნების (ფორმა – მოცულობითი/ბრტყელი, გარემო – რეალური/ირეალური, პროპორციები, მასშტაბი – რეალური/უტრირებული, დარღვეული, და სხვ.) და ძირითადი მიმდინარეობების გარჩევა- ანალიზი; მსჯელობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უახლეს კონცეფციებზე და ფორმებზე (ტექნოლოგია, თეორიები, გამომსახველობითი ხერხები, მასალა, რა ცვლილებები ხდებოდა ხელოვნებაში (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, არქიტექტურა, დიზაინი და ა.შ.) და რომელი მიმდინარეობები არსებობდა XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე); ბ.დ) სახვითი ხელოვნების დარგებისა და ჟანრების ამოცნობა-დახასიათება, მსჯელობა მათი წარმოშობისა და განვითარების ისტორიის შესახებ; ბ.ე) სხვადასხვა ეპოქაში არსებული დომინანტური ხელოვნების დარგების ეპოქალური ანალიზი; ბ.ვ) მსჯელობა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგებზე, მათი წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების დამზადების ტექნოლოგიასა და მასალაზე; ბ.ზ) მსჯელობა-ანალიზი ქართული ხელოვნებისა და კულტურის შესახებ; ბ.თ) კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტში გააზრების უნარი; ბ.ი) ხელოვნების ნაწარმოების შინაარსის ამოცნობა და დაკავშირება ცხოვრებისეულ, ლიტერატურულ, ისტორიულ, რელიგიურ სიუჟეტებთან; ნაწარმოების შინაარსისა თუ დეტალების სხვა საგნებში განვლილ სასწავლო მასალასთან დაკავშირება;
გ) მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია: გ.ა) ხელოვნების ნიმუშის ანალიზი და შეფასება: გ.ბ) მსჯელობა ხელოვნების ნაწარმოების იდეის, შინაარსის, დანიშნულების, ფუნქციის შესახებ. ხელოვნების ნაწარმოების (ფერწერული ტილო, გრაფიკული ნამუშევარი, ფილმი, წარმოდგენა, პლაკატი, ნახატი, ქანდაკება, მემორიალი და სხვა) ამ კუთხით ანალიზი. გ.გ) მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ არის გამოყენებული ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევარში იდეის, შინაარსის, ხასიათის, განწყობილების გადმოსაცემად (კომპოზიციური განაწილება, ფერი, კოლორიტი, ფაქტურა, განათება; შესრულების მანერა: მონასმი, ხაზი, ფორმა; დეტალი: პოზა, ჟესტი, გამომეტყველება, აქსესუარები და ა.შ.); გ.დ) მსჯელობა სხვადასხვა მხატვრული სტილისა და ძირითადი მიმდინარეობების შესახებ (გოთური, რომანული, მანიერიზმი, ბაროკო, როკოკო, კლასიციზმი, რეალიზმი, იმპრესიონიზმი, ავანგარდიზმი (ფოვიზმი, ფუტურიზმი და სხვა). გ.ე) მოსწავლის წახალისება აზრის, იდეის გამოთქმისთვის; მოსწავლეთა თემატურ დისკუსიაში ჩაბმა და მათი აზრის ადეკვატური შეფასება. გ.ვ) სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში განმარტება. გ.ზ) სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა–ორგანიზება: კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, საკლასო და სასკოლო გამოფენა, თემატური პრეზენტაცია, ზეიმი, სპექტაკლი, ექსკურსიები მუზეუმებში, გალერეებში, ქალაქგარეთ.
მუხლი 67. დაწყებითი და საბაზო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
ა) სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები: ა.ა) ხაზი, შტრიხი, მონასმი, ფერი (ძირითადი, შედგენილი, კონტრასტული ფერები, კოლორიტი, ფერის ინტენსივობა, ნახევარტონი), შუქ-ჩრდილი, ფაქტურა, ფორმა, მოცულობა; პროპორციები; კომპოზიციური განაწილების საფუძვლები: მთლიანობა, სივრცე (ხედვის წერტილი, ჰორიზონტის ხაზი, პერსპექტივა, თავშეყრის წერტილი, წინა და უკანა პლანი) სიმეტრია, რიტმი, წონასწორობა, კონტრასტი. ბ) ტექნიკა და პროცედურა: ბ.ბ.) ფერწერის, გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა, ძერწვა, აპლიკაცია, ქაღალდის პლასტიკა, მოზაიკა, კოლაჟი, კონსტრუქცია, ანაბეჭდი, კომპიუტერული ტექნოლოგიები; დეკორატიულ- გამოყენებითი საგნების დამზადება ქაღალდის, თიხის, ქსოვილის, ხის, ლითონის და სხვა (მაგ. ბუნებრივი) მასალით. გ) საქართველოს ხელოვნება და კულტურა: გ.ა) ინფორმაცია ქართული ხელოვნების შესახებ (საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლების შესახებ, სახვითი ხელოვნების ქართველ მოღვაწეებსა და მათ შემოქმედებაზე); ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგები: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, არქიტექტურა, კედლის მხატვრობა, კერამიკა, მინანქარი, ოქრომჭედლობა, ჭედურობა და სხვ. ამ ჭრილში საქართველოს სხვადასხვა კუთხის თავისებურება, ხალხური რეწვა. დ) მსოფლიოს ხალხთა ხელოვნება და კულტურა: დ.ა) სხვადასხვა ეპოქის ხელოვნება (პირველყოფილიდან პოსტმოდერნიზმამდე), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგების ანალიზი; დ.ბ) ეპოქის ისტორიული, სოციალური, რელიგიური და პოლიტიკური კონტექსტი და მისი გავლენა მომდევნო პერიოდის ხელოვნებაზე; დ.გ) თანამედროვე ხელოვნების კონცეფციები, მიმდინარეობები და ფორმები (ტექნოლოგიები, თეორიები, გამომსახველობითი ხერხები, მასალა) ხელოვნების როლი საზოგადოების ცხოვრებაში. დ. დ) სხვადასხვა მხატვრული სტილი და ძირითადი მიმდინარეობები ხელოვნებაში: დ.ე) ბიზანტიური, გოთური, რომანული, ბაროკო, როკოკო, მოდერნი; კლასიციზმი, რეალიზმი, რომანტიზმი, იმპრესიონიზმი, აბსტრაქციონიზმი, კუბიზმი, ფოვიზმი, ფუტურიზმი და სხვა. ე) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უახლესი კონცეფციები და ფორმები: ე.ა) ტექნოლოგია, თეორიები, გამომსახველობითი ხერხები, მასალა, ცვლილებები ხელოვნებაში (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, არქიტექტურა, დიზაინი და ა.შ.) და რომელი მიმდინარეობები ცვლიდა ერთმანეთს XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე. ვ) სახვითი ხელოვნების დარგების და ჟანრების წარმოშობისა და განვითარების ისტორია. ვ.ა) ხელოვნების ისტორიის ელემენტარული საფუძვლები; კონკრეტული ჟანრის სხვადასხვა ეპოქის ან ავტორის ნამუშევართა შედარებითი ანალიზი. ზ) გამოყენებითი ხელოვნების დარგები. ზ.ა) მატერიალური კულტურის ისტორიის ელემენტარული საფუძვლები; ცალკეული დარგების განვითარების ისტორია, დანიშნულება, სპეციფიკა, მასალა, ისტორიული და თანამედროვე ნიმუშები.
მუხლი 68. სწავლების მეთოდები
ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა: ა.ა.) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და სასწავლო პროცესის დაგეგმვა; დასახული მიზნების შესაბამისი, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მქონე დავალებების და სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა, რათა მოსწავლეები ეტაპობრივად მოემზადონ დასახული გრძელვადიანი მიზნის განსახორციელებლად; ა.ბ) სასწავლო მიზნის განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების (პრაქტიკული, საინტერპრეტაციო, ანალიზის, კვლევის, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო და სხვ.) დადგენა და ხელოვნების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შედგენა, სადაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას; ა.გ) აქტივობების დაგეგმვა, რომელიც ხელს უწყობს: მოსწავლეთა შემოქმედებით საქმიანობას, ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლას, გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარების გამომუშავება-განვითარებას; ა.დ) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა (მაგ.: პროექტი, აქტივობა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერდისციპლინური აქტივობები/პროექტები), მიზნების განსაზღვრა, სხვა საგნებთან კავშირის დადგენა, მიზნების შესაბამისი იდეის/თემისა და დავალების შერჩევა, მონაწილეთა რაოდენობისა და ფუნქციების, განხორციელების ეტაპების, გზებისა და საშუალებების განსაზღვრა; ა.ე) გაკვეთილისათვის შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა, თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა; შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა. ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა: ბ.ა) გაკვეთილების ჩატარება გეგმის მიხედვით; ბ.ბ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას გასაცნობი მასალის მიმართ: მასალის და აქტივობის შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობისა და ინტერესების გათვალისწინება, წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება – ვარაუდების გამოთქმა, მოსწავლის პირად გამოცდილებასთან შინაარსის/ინფორმაციის დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, საინტერესო ამოცანების დასმა, აზრის გამოთქმის, მსჯელობის წახალისება და სხვა; ბ.გ) მოსწავლეთა მოტივირება სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასაბმელად: მოსწავლის ინტერესებთან და მის პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული თემების/ საკითხების შერჩევა, თვითგამოხატვისა და არჩევანის (თემა, მასალა, გამომსახველობითი ხერხები და სხვ.) საშუალების მიცემა, საინტერესო დავალებების შეთავაზება და სხვა; ბ.დ) ხელოვნების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ისეთი ეფექტური სტრატეგიების გამოყენება, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებისათვის ამოცანების/პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევის განვითარებაზე: ბ.ე) მოსწავლეებისთვის გრძელვადიანი პროექტის დაგეგმვა და ეტაპობრივად განხორციელება: მიზნის განსაზღვრა, იდეების გენერაცია-დახარისხება, დაგეგმვა, მოდელებზე დაკვირვება, საჭირო მასალის თავმოყრა/მოძიება, ჩანახატის, ესკიზის შექმნა მომავალი ნამუშევრისათვის, შედეგის გაუმჯობესება-გადამუშავება, თვითშეფასების/თანაშეფასების, მეწყვილესთან აზრის გაცვლის, ურთიერთდახმარების გზით და სხვა; ბ.ვ) ისეთი ხერხების გამოყენებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული მოსწავლის ჩაბმას საკლასო აქტივობებში: დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, სხვადასხვა ტიპის და სირთულის ამოცანების დასმა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვა;
მუხლი 69. შეფასება
ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით:
მოსწავლის კომპეტენციის შემოწმება ცოდნის ათვისების სამივე დონეზე (I.ოპერაციის
წვდომა; II. ოპერაციის გავარჯიშება; III. ოპერაციის დაუფლება), კონკრეტული პრობლემების
წარმომშობი მიზეზების გამოვლენა და სათანადო აქტივობების დაგეგმვა მათ
აღმოსაფხვრელად; ბ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება ცოდნის ათვისების მესამე დონეზე; გ) მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად სასწავლო პროცესში
შეფასების მრავალფეროვანი კომპონენტების გამოყენება; დ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების
შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების და ხერხების შერჩევა/შემუშავება; ე) მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასებისა და
თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ვ) სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები,
აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები და სხვა; ზ) მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად შეფასების მონაცემების გამოყენება; თ) მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა, ანალიზი და ანგარიშის
სახით წარმოდგენა; ი) საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის შეფასება; კ) შეფასებისა და თვითშეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის
დასაგეგმად.
Комментариев нет:
Отправить комментарий