вторник, 2 февраля 2016 г.

აქტივობები ხელოვნებაში საგაკვეთილო პროცესისი მრავალფეროვნებისთვის

ეს აქტივობები ამოღებულია დამხმარე სახელმძღვანელოდან - " გზამკვლევი მასწავლებლებისათვის სახვითსა და გამოყენებით ხელოვნებაში ".

 ეს სახელმძღვანელო ძალიან საინტერესო ქტივობებს გვთავაზობს იმისათვის, რომ გავხადოთ სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და უფრო მოტივირებული, ჩავრთოთ მასში თითოეული მოსწავლე და შევუქმნათ მათ ხელსაყრელი გარემო დაეუფლონ სხვადასხვა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, კომუნიკაციისა და ინტერპრეტირების უნარს, განუვითარდეთ შემოქმედებითი, ფანტაზიის, ანალიტიკური  და კიდევ სხვა უამრავი უნარები.

შემოგთავაზებთ რამდენიმე საიტერესო აქტივობას (აქტივობები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი) :

აქტივობა - ჩარჩო
ეს აქტივობა მოიცავს პრაქტიკულ მუშაობას, რისთვისაც მოსწავლეებს დასჭირდებათ მუყაო, პლასტილინი, ბისერები ან მძივები. მუყაო პერიმეტრზე 1 - 2 სმ სიგანეზე დაიფარება პლასტილინის თხელი ფენით, რომელზეც ჩხირით ამოიკაწრება ან დაეკვრება სხვადასხვა ტიპის ხაზები (კლაკნილი, ტეხილი, სწორი). ხაზებს შორის დარჩენილი თავისუფალი სივრცე შეიძლება გალამაზდეს ბისერით ან მძივებით, კენჭებით ან ღილებით.მუყაოს ცენტრალურ ნაწილში მოსწავლეები ჩააკრავენ საკუთარ ნამუშევარს

აქტივობა - ფერი და გრძნობა
მასწავლებელი ნელ-ნელა, უსისტემოდა ასახელებს სხვადასხვა სიტყვას - მაგ. ეკითხება მოსწავლეებს, რა ფერის არის შური, ახალია წელი, წვიმა, გასეირნება, მოლოდინი, სიცილი, ტირილი, წყენა, სიყვარული, თამაში, გაზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, ჩხუბი, მოწყენილობა, დილა, საღამო და სხვა. ყოველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ მოსწავლეებმა სახატავ ფურცელზე უნდა დასვან იმ ფერის ლაქა, რომელიც მათი წარმოდგენით ნათქვამ სიტყვას შეეფერება. ფურცლის ფერადი ლაქებით გავსების შემდეგ, მასწვლებელი გადახედავს ნამუშევრებს და ეკითხება მოსწავლეებს, რომელი სიტყვის აღმნიშვნელია ესა თუ ის ლაქა.ეს სავარჯიშო ამ აქტივობის შებრუნებული ვარიანტია, მოსწავლემ უნდა გაიხსენოს სიტყვა, რომელმაც ამ ფერის ასოციაცია აღუძრა

აქტივობა - მოსმენილი ნაწარმოების დასურათება
მასწავლებელი უამბობს ან წაუკითხავს მოსწავლეებს მითს ან ზღაპარს და სთხოვს მოსწავლეებს ამ თემაზე ნამუშევრის შესრულებას.მოსწავლეებმა უნდა დახატონ რომელიმე გმირი, ეპიზოდი ან დაასრულონ სიუჟეტი, როგორც თავად სურთ.

აქტივობა - თამაში-ვიქტორინა
მასწავლებელი თამაშის ან ვიქტორინის ფორმით ამოწმებს, თუ როგორ აითვისეს მოსწავლეებმა მასალა. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალას, მათ კი უნდა გამოიცნონ და დაასახელონ მათთვის ნაცნობი ხელოვნების ელემენტები, გეომეტრიული ფიგურები, იარაღები და მასალები, ნაცნობი სიუჟეტები და სხვა. თამაშს იგებს ის ჯგუფი, რომელიც მეტ სწორ პასუხს დააგროვებს და არ დაარღვევს აქტივობის წესებს.

აქტივობა - პროფესია
კლასი იყოფა 2 ჯგუფად. ყოველი ჯგუფი ჩაიფიქრებს ხელოვნების რომელიმე დარგის სპეციალისტს, რომელსაც განუსახიერებს მოწინააღმდეგე ჯგუფს ჯგუფის წარმომადგენელი, შეიძლება ჯგუფის ყველა წევრმა რიგრიგობით განასახიერონ ეს თუ ის პროფესია და ასე მონაცვლეობით ყველამ მიიღოს მონაწილეობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий